ბადრი ჯაფარიძე - სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ  პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად

სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობში მყოფი ბადრი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

ის სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს „პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“.

„ჩვენი თანამებრძოლების, ვეფხიას და ვასილის მიმართ გამოტანილმა დღევანდელმა უსამართლო განაჩენმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ აღნიშნული საქმე არ ემყარება არც მტკიცებულებებს, არც სამართლის პრინციპებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

მინდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. გახსოვდეთ, თქვენი სიმტკიცე და მორალური უპირატესობა აუცილებლად გახდება საფუძველი დიდი საზოგადოებრივი ცვლილებებისა.

ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ადამიანური ღირსებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის. ეს ბრძოლა არის ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო ემსახურება არა ხელისუფალს, არამედ სამართლის უზენაესობას.

საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული სახელმწიფო!",- წერს ბადრი ჯაფარიძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს