პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, დახურულ ფორმატში, სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევის საკითხს განიხილავს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, მედიისათვის დახურულ ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევის საკითხს განიხილავს.

დახურულ სხდომაში მონაწილეობს მთავრობის მიერ სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი მდინარაძე, რომელიც კომიტეტის წევრებს ახალ თანამდებობაზე საკუთარ ხედვებს აცნობს.

მამუკა მდინარაძეს აქვს სამომავლო ხედვები თუ როგორ განახორციელებს მოღვაწეობას. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ის იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წარმატებული უფროსი - დაწყებული პიროვნული თვისებებით და განვლილი პროფესიული გზით, რომელიც მას ახასიათებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები საიმედო ხელში იქნება!“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ სხდომის დაწყებისას.

პარლამენტი მამუკა მდინარაძეს სუს-ის უფროსად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა აგვისტოში მან გადადგომის თაობაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს