სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 19 000 სოციალურად დაუცველ და 4 000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს უკვე გაეწია ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განცხადებების მიღება დაიწყება 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა