მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე აირჩიეს

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ახალ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა და ახალ პოსტზე ისეთივე წარმატება უსურვა „როგორი წარმატებული უმრავლესობის ლიდერიც იყო“.

„მოყვარემაც და რაც მთავარია მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფროების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რაც რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობებში გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.

სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში