გიორგი ტერიშვილი - არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს - ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!

არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ - ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.

როგორც ტერიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.

„მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის “ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ... 9 თვეა ვსხედვართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება... 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ...

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე რცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში...

ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან. როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში, მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრებთან, რომლებიც ჩემ გვერდით სხედან, არანაირი კავშირი არ მქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე...

როცა დამაკავეს, გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი. 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა. ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც: ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი...

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ… ჯალათი [თეა] წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ“, - აღნიშნა გიორგი ტერიშვილმა, რომლის საბოლოო სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა