რუსლან სივაკოვი - ბრალდება სრული აბსურდია - გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას

მთავარია არის ერთი - მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი გადაადგილებდა. მე არ მჯერა რომ ეს ასე მოხდება. გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულმა, უკრაინის მოქალაქემ, რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარდგენილი ბრალდება არის აბსურდი.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში იყო და მომავალშიც იქნება ჩვენ გვერდზე. მადლობა თქვენი კოლოსალური მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, მადლობა ადვოკატებს. ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის.

ჩემო მეგობრებო, მინდა ვთქვა შემდეგი - მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით. ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი ვარ, რომ ამ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ ამაში არაფერია საშიშია. აქ მთავარია ის, რომ ჩვენ მომავალს უფრო კეთილგანწყობით შევცვლით. ჩვენი ბრალდება არის სრული აბსურდი. დარწმუნებული ვარ, საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ პროკურატურამ ეს მშვენივრად იცის. იყოს, რაც არის, არის. მთავარია არის ერთი - მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება. გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას”, - განაცხადა რუსლან სივაკოვმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

ბრალდებულის განცხადებას სასამართლო სხდომაზე თარჯიმანი თარგმნიდა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა