კახა კალაძე - თბილისის ისტორიულ ნაწილში, თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება

თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს შენობა-ნაგებობები გარემონტდება და გასაყიდად აუქციონზე გამოვა, რათა ახალმა მესაკუთრემ სათანადოდ მოუაროს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას.

„შენობა-ნაგებობებს გამოვისყიდით, თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, გავალამაზებთ, შევინარჩუნებთ და გამოვიტანთ აუქციონზე, გავყიდით, რომ შემდეგ მოუაროს იმ მფლობელმა, ვის საკუთრებაშიც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, აუქციონში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა