ანდრეი სიბიგა - დონალდ ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობის დასამყარებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად იღებს ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრებს

პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობის დასამყარებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად იღებს შემდეგს: ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთმა არ შეცვალა თავისი აგრესიული მიზნები და არ აჩვენებს მზადყოფნის ნიშნებს შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, მათი ულტიმატუმები კიდევ უფრო აბსურდული ხდება. ეს ადასტურებს, რომ აგრესორის მადა მხოლოდ მაშინ იზრდება, როდესაც ზეწოლასა და ძალას არ აწყდება. დროა, რუსეთის საომარ მანქანას ახალი მკაცრი სანქციებით დავარტყათ და მოსკოვი გამოვაფხიზლოთ“, - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუს ინდონეზიურ გამოცემასთან, სადაც მან განაცხადა, რომ „მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო სამართლებრივი გზით იმ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარება და გაფორმება, რომელიც წარმოიქმნა რეფერენდუმის შემდეგ რუსეთთან ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპორჟიეასა და ხერსონის რეგიონების მიერთების შედეგად“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში