4-14 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს, ტრადიციულად პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარუდგენს.

წინანდლის ფესტივალის 2025 წლის სეზონი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით გაიხსნება. სოლისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად, ისინი შეასრულებენ ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს.

მე-7 საფესტივალო სეზონი 20-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძელებს. დღის და საღამოს კონცერტებს დაეთმობა 1200 ად­გი­ლი­ან ამ­ფი­თე­ატრი და 600 ად­გი­ლი­ანი კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის დარ­ბაზი. ამ პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდლის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. მუსიკის მოყვარულების წინაშე წარსდგებიან: დანიელ ბლენდალფი, მარკ ბუშკოვი, მიხაელ გუტმანი, ალექსანდრა დოვგანი, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, ჟულიენ კანტანი, ბრენდან კეინი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ნიკოლაი ლუგანსკი, მიშა მაისკი, იამენ საადი, სარა ფერანდესი, პაბლო ფერანდესი, სერ ანდრაშ შიფი, ჩინ ჯაო.

ფესტივალს წელს პირველად შეუერთდება იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი. სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად გამართავს კონცერტს ფესტივალის სტუმრებისთვის. ფესტივალს დასამახსოვრებელ საღამოებს შემატებენ დამატებითი კონცერტები - ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ფესტივალის რეზიდენტი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და სხადასხვა ქვეყნიდან - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. დამწყებ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან მუშაობით, უნიკალური გამოცდილება მიიღონ.

14 სექტემბერს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან პაბლო ფერანდესი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც დირიჟორი დანიელ ბლენდალფი პირველად უხელმძღვანელებს. ფესტივალის მეშვიდე სეზონს მალერის პირველი სიმფონია დახურავს.

დაარსების დღიდან წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებაში და ფესტივალის საერთაშორისო აღიარებაში. სილქნეტი 2019 წლიდან წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს, მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს, კლასიკური მუსიკის შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობას და ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა