ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატი - ჩვენმა მოსამართლემ გუშინდელი მოსამართლისგან გადაწყვეტილება გადაიწერა, მადლობა, რომ სახელები შეცვალა და თერთმეტივე სწორად თქვა, ეს შეგვიძლია დავუფასოთ

რაციონალური, ჯანმრთელი ადამიანისთვის ცხადი იყო გადაწყვეტილება, რაც უნდა მიღებულიყო, ეს იყო გამამართლებელი [გადაწყვეტილება], ოღონდ გამამართლებელი დიდი ბოდიშით, რომელიც სისტემას ბიჭებისთვის უნდა მოეხადა, ამის ნაცვლად მივიღეთ სადღაც, ოდესღაც ფურცელზე დაწერილი გადაწყვეტილება, რომელიც ომახიანად, რიხიანადაც კი ვერ წაიკითხა სასამართლომ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი უპირობო გამარჯვება!, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს აქციაზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა.

ომარ ფურცელაძე აქციაზე დაკავებული 11 პირიდან, ორს - ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას უფლებებს იცავდა.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, დავა ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგრძელდება.

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ მათ სურდათ ბიჭებისგან აღიარება, გარკვეული ტიპის პატიების თხოვნა, მათ შორის ბიჭებისგან სურდათ კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელება და იმის თქმა, რომ ისინი იყვნენ მათი ორგანიზატორები. ასევე, მათ სურდათ ის, რომ ბიჭები გამტყდარიყვნენ და ეღიარებინათ დანაშაული. 9 თვის განმავლობაში, ორგანიზებულად და შეთანხმებულად ამაზე მუშაობდა სრულიად პოლიტიკური სპექტრი და ამის ნაცვლად მიიღეს დიდი მუშტი ცხვირში. მიიღეს ბიჭების საბოლოო სიტყვები, რომელიც არის გაუტეხელი ადამიანების პოზიცია და ნება. მათი შეშინება შეუძლებელია 4, 2 და 20 წლით. ჩვენ ვართ გამარჯვებულები, არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაწერს ნინო გალუსტაშვილი.

სასამართლოს რესურსი არ აქვს, რომ რამე დაასაბუთოს. ისევე, როგორც აბსურდის ოპონირებაა შეუძლებელი, ასევე აბსურდის მტკიცებაც შეუძლებელია. ჯამი მარტივია, გადაიწერა ჩვენმა მოსამართლემ გუშინდელი მოსამართლისგან გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ copy-paste-ით გადატანილი გადაწყვეტილება წაიკითხა. მადლობა, რომ სახელები შეცვალა და თერთმეტივე სწორად თქვა, მხოლოდ ეს შეგვიძლია დავუფასოთ. ეს არ არის ავტონომიური სასამართლო, ის არ არის ავტონომიური მოსამართლე. რაც შეეხება დასაბუთებას, ვიდრე ის ჩაგვბარდება, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც უნდა ეწეროს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულზე, სასამართლოს ახსნა-განმარტება იქნება ძალიან დიდი სიცარიელე. არ გვჭირდება ამ გადაწყვეტილების ჩაბარება იმისთვის, რომ ფორმალურად ჩვენ დავიწყოთ სააპელაციო საჩივრის მზადება, იმიტომ, რომ რა უნდა ეწეროს ამ გადაწყვეტილებაში? სისულელე”, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსჯავრდებულებს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა