ემანუელ მაკრონი - ევროპელები მზად ვართ, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ იმავე დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ელისეის სასახლეში შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„დღეს ორმხრივი შეხვედრა გვექნება. ხვალ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა შედგება, რომლის შედეგიც, არ ვიცი რომელ დღეს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად არის.

„ევროპელები მზად ვართ, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ იმ დღესვე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში