აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 280-ე დღე მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მარშით მივიდნენ.

მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ხმაურითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. ისინი სკანდირებენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში