„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.

„მომავალ კვირას ჩვენი 30-ე შეხვედრა გაიმართება. მთელ ჩვენს ძალისხმევას ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატოს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მივმართავთ“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს ჩატარდება.

დღეს, კიევში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ჰილიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთად თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა