მარია ზახაროვა - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ზელენსკის სურს, არა უსაფრთხოების, არამედ საფრთხის გარანტიებია ევროპის კონტინენტისთვის

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მიუღებელია, ეს ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიევის ლიდერის ყველა ეს იდეა, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპელი სპონსორების - არა სპონსორების, არამედ ევროპის ომის პარტიის - ინიციატივების ასლია, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით ამ გარანტიების მიზანი უკრაინის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისა და პროვოკაციების პლაცდარმის, შენარჩუნებაა.

„ისინი არ წარმოადგენენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი წარმოადგენენ ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ახანგრძლივებს „კიევის რეჟიმის აგონიას და კონფლიქტის ესკალაციის სერიოზულ რისკებს შეიცავს“.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად