კირ სტარმერი - პუტინის ნდობა არ შეიძლება, მასზე ზეწოლისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო

პუტინის ნდობა არ შეიძლება, მასზე ზეწოლისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო, - გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადა.

„ამას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი გასულ კვირას კიევში განხორციელებულმა თავდასხმებმა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის დელეგაციის შენობებს“, - აღნიშნა სტარმერმა, რომელიც შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის განსახორციელებლად იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უზრუნველყონ.

ამასთან, სტარმერი მიესალმა კოალიციის სხვა წევრების განცხადებებს, რომ ისინი უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდიან.

ცნობისთვის, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტი დასრულდა. შეხვედრას ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილის 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას პირადად ესწრებოდნენ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა და უკრაინის პრეზიდენტი, დანარჩენები კი მას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, ეს სხვა შეხვედრასთან იყო დაკავშირებული და რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოგვიანებით დაბრუნდებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე