ლევან ყურაშვილი - ამერიკასთან შანტაჟის ენით საუბარი არავის გასვლია - შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი აქვს ამერიკა დაელაპარაკოს, მაგრამ  მინიმუმ ივანიშვილმა უნდა მოუსმინოს "მესიჯს", რომელიც გამოუგზავნეს

აშშ-ს პრეზიდენტის ლანძღვას აგრძელებენ, თან ეუბნებიან - მოდით, დავილაპარაკოთ. გამორიცხულია მათ არავინ დაელაპარაკება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ლევან ყურაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ყურაშვილის თქმით, წერილში ტრამპი წარმოჩენილია არა, როგორც დამოუკიდებელი ლიდერი, არამედ, ვინც „ვიღაცის დავალებებს ასრულებს“. მისივე განმარტებით, ასეთი მიდგომის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება უჭირს.

როგორც ყურაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი „შანტაჟის ენით“ ცდილობს ვაშინგტონთან საუბარს: „ჯერ ფული დამიბრუნეთ, შემდეგ ვილაპარაკოთო“.

„იმ წერილში, რომელიც ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, წერია, რომ თურმე დონალდ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი და ვიღაცის დავალებებს ასრულებს. ამის შემდეგ მათ უკვირთ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ვერ ლაგდებიან.

შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი აქვს ამერიკა დაელაპარაკოს, მაგრამ როგორც მინიმუმ ივანიშვილმა უნდა მოუსმინოს იმ "მესიჯს", რომელიც მას გამოუგზავნეს. მათ შორის, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გარკვევით ისაუბრა იმაზე, თუ რა მინიმალური პირობებია იმისათვის, რომ „ოცნება“ ვინმემ რამედ ჩააგდოს. პირველი არის ის, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ამერიკის ლანძღვა და ამერიკისთვის იმის დაბრალება, რომ ისინი საქართველოში რევოლუციას ამზადებენ. ყაველაშვილს წერილში რომ უწერია, ოთხ რევოლუციას ამზადებდნენო, აქედან ერთი იცით როდის უწევს?- 2020 წელს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპი. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი, ასრულებს ვიღაცების დაკვეთას... აშშ-ს პრეზიდენტის ლანძღვას აგრძელებენ, თან ეუბნებიან - მოდით, დავილაპარაკოთ. გამორიცხულია მათ არავინ დაელაპარაკება.

ივანიშვილი შანტაჟის ენით საუბრობს: ჯერ ჩემი ფული დამიბრუნეთ, შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ამერიკასთან შანტაჟის ენით საუბარი არავის გასვლია“,- განაცხადა ლევან ყურაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს