საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დასრულდა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 2:3 დასრულდა.

პირველი გოლი შეხვედრაში თურქებმა გაიტანეს, თურქმა ფეხბურთელმა მერთ მულდერმა მე-3 წუთზე, ტაიმის ბოლოს 41-ე წუთზე კი ქერემ აქთურქოღლუმ ანგარიში ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმში 52 წუთზე კი აქთურქოღლუმ კიდევ ერთი გოლით დუბლი შეასრულა.

თურქების კარში საქართველოს ნაკრებიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრის 63-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის დამატებით დროში თურქეთის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

დღევანდელ შეხვედრაში იყო წითელი ბარათებიც. მსაჯმა თურქ ფეხბურთელ ილმაზს გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მისცა და მოედნიდან გააძევა. მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა