ანდრეი სიბიგა - რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული დარტყმა ომის დანაშაულს წარმოადგენს

რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული დარტყმა ომის დანაშაულს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.

„რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული გამიზნული დარტყმა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ომის დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს ანდრეი სიბიგა.

ანდრეი სიბიგამ დაღუპულთა ოჯახებსა და დანიას სამძიმარი გამოუცხადა.

„რუსეთი ჰუმანიტარულ მუშაკებზე მიზანმიმართული დარტყმების განხორციელებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უარყოფას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აცხადებს სიბიგა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმით აღშფოთებულია“.

„ჰუმანიტარული მუშაკების წინააღმდეგ აგრესიის ყველა აქტს მკაცრად ვგმობ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინს მისი უკანონო აგრესიული ომის დასრულების განზრახვა არ აქვს“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთის მიერ დანიის ჰუმანიტარულ მისიაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

„სარაკეტო დარტყმის შედეგად დანიელი ჰუმანიტარული მუშაკების დაღუპვა უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკეს ასახავს“, - დაწერა კალასმა X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს