ვლადიმერ პუტინი - არასდროს გვითქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ

ვლადიმერ პუტინი  - არასდროს გვითქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც მასთან კავშირების განვითარება სურთ, - ამის შესხებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურთ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მეგობრებთან.

„ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, პირველ რიგში მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურს, ჩვენს მეგობრებთან“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.