ალეკო ელისაშვილი - ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ - არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ „ქართული ოცნება“, ახლა უფრო ომახიანად

ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრა, რომ ვითომ, „გაგვაბანძონ“ - არჩევნებში „ქართული ოცნება“ უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაც და შეწყალებაც პოლიტიკური იყო.

„დაკავებაც და გამოშვებაც, ვითომ შეწყალება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო. პოლიტიკურად გადაწყვიტეს, რომ დაეჭირათ, მერე პოლიტიკურად გადაწყვიტეს, რომ გამოეშვათ. ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრეს, რომ ახლა ვითომ, გაგვაბანძონ, რომ „აი, ნახეთ ესენი რადგან არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ასე და ისე“, ეს არის ჩათლახობა, ვითომ, „გაგვაბანძონ“ ჩვენ. მამუკაც, ბადრიც გამოვლენ და უფრო ომახიანად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და საქართველო გათავისუფლდეს ამ მოღალატე მამაძაღლებისგან. არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ ეს „ქართული ოცნება“ ახლა უფრო ომახიანად“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები