ელენე ხოშტარია - მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია - მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, - ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს შეიწყალა.

როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი შეწყალება სასიხარულო ამბავია, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას, ადამიანურად. ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ