გიორგი სიორიძე - დაპატიმრებაც და შეწყალებაც არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში - ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას

ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე შეწყალება არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში - ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ რუსთავის ციხესთან, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარტიის ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალება არავის უთხოვია.

„ყაველაშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამჯერ გაგზავნეს რუსული ხომალდის მიმართულებით მაშინ, როდესაც თავდაპირველად გაჟღერდა ვერსია მათი შეწყალების შესახებ და ეს დაუკავშირდა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ყაველაშვილისთვის შეწყალება არავის უთხოვია. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაგეს ნაბიჯი, პოლიტიკური აქტი, როდესაც წულუკიანის რუსულ კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ისინი იყვნენ პირველი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაიბარეს და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ელოდათ პატიმრობა. შესაბამისად, მათი დაპატიმრება იყო გაცნობიერებული როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის, ასევე მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე შეწყალება არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში. ეს არის "კაგებეშნიკური" მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას,“ - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში