მამუკა ხაზარაძე - ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, შეწყალების მიზანია, ოპოზიციაში აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს - ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა პარტიის ლიდერების ციხეში იყვნენ.

„ლელო-ძლიერ საქართველოს“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ამ მიზნისთვის“ძლიერ საქართველოს“ არც ერთი წუთით არ უღალატია და ამ ბძოლას გააგრძელებს. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენს ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე