არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ მომზადებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობითვე, საჩივარი შეეხება როგორც „რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასამთავრობო სექტორი დავობს იმის შესახებ, რომ „ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა“ და მათი საქმიანობის შეჩერება.

„სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას" წინააღმდეგ.

საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს. კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას. ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე