გიორგი გახარია - ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას - ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის განსხვავებული პოზიციის გამო, ამასობაში „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ლელოს“ ლიდერებს საპატიმროდან გათავისუფლებას ულოცავს.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ადამიანებს პოლიტიკური მიზეზებით აკავებს.

გახარიას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს, როგორ ართმევს „ოცნება“ მომავალს ახალგაზრდებს.

„ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!

ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!“,- წერს გახარია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა