ვოლოდიმირ ზელენსკი - სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს - სლოვაკეთი გვერდზე არ გადგება

სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა.

„მას დონალდ ტრამპთან ჩვენი საუბრის, მშვიდობისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან ჩვენი მუშაობის შესახებ ვაცნობე. სლოვაკეთი გვერდზე არ გადგება. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში თავისი კონტაქტების შესახებ მაცნობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - რუსულ ნავთობსა და გაზს მომავალი არ აქვს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მასსა და ფიცოს შორის დიალოგი გაგრძელდება.

„ასევე, ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე სვლა ერთად უნდა გააგრძელონ. ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონში ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს აძლიერებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა