დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხში ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხში ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დახმარებისთვის მზად არის.

„ჩვენ მათ დავეხმარებით. ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გვსურს, ამიტომ ამას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამის მოლოდინი ბევრს აქვს. ჩვენ მათ დავეხმარებით. ევროპა პირველი იქნება, რადგან მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შვიდი ომი დაასრულა და უკრაინაში ომსაც დაასრულებს.

„ამას დავასრულებთ. თუმცა, ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. უკრაინაში ომი დასრულდება, ან ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს