დონალდ ტრამპი ალექსანდრე ლუკაშენკოზე - დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ლიდერია - მან 16 პატიმარი გაათავისუფლა, კიდევ 1400 პატიმარი ჰყავთ და მჯერა, რომ ბევრს გაათავისუფლებენ

ბელარუსი ბევრ პატიმარს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო „დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერია“.

„მან 16 პატიმარი გაათავისუფლა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. კიდევ 1400 პატიმარი ჰყავთ და მჯერა, რომ ამ 1400-დან ბევრს გაათავისუფლებენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა პოლიტიკური პატიმარია.

„ძლიერი ლიდერია, მაგრამ მას 1400 პატიმარი ჰყავს და მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე