რობერტ ფიცოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მასთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში.

მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან შეხვედრის დროს გარკვევით განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად მზად იყო.

„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ იქნებოდნენ აღფრთოვანებულები, თუ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა. თუმცა, ორივე მხარე ხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიაყენოს, აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება“, - განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია და რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებელია მასთან საერთაშორისო თანამშრომლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე