დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორების თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის და მიმალვის საფრთხე.

კაპანაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, გამოძიების თანახმად, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე