მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა

მიხეილ ყაველაშვილმა., საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას, მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართელმა ფეხბურთელებმა დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა.

„დღეს იყო საქართველოს დღე. კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. თქვენ ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თვენს გვერდით დგას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან , თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე