კახა კალაძე - ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით

ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით, დათმობაზე წავალთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყნის ინტერესები, ამ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„არ ვიცი, [სანქციები] ვინც სანქცირებულია მათთვის მუშაობს, ვინც არ არის, არ მუშაობს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით, დათმობაზე წავალთ. ქვეყნის ინტერესები, ამ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმისთვის აგვირჩიეს რომ არა გარედან ვიმართებოდეთ, როგორც ეს ოპოზიციურ აგენტურას აქვს სურვილად, არამედ ვატარებდეთ ხალხის ინტერესს. ხალხია მთავარი და მათი მომავალი, ეროვნული ინტერესების დაცვა“,-აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, სანქცირების შემთხვევაში „ქეშად“ შეინახავს თუ არა თანხას, კალაძე პასუხობს: “არ ვიცი, მე ბანკში არ მაქვს ანგარიშებზე თანხები. იცით, ეს დეკლარაციის მიხედვით არ მაქვს ანგარიშები. ნაყიდი მაქვს კრიპტოვალუტა“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები