თბილისი AC Milan-ის საფეხბურთო ბანაკს მასპინძლობს

საქართველოში პირველად ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის - AC Milan-ის საფეხბურთო ბანაკი — Milan Junior Camp გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი ადგილობრივი მოზარდები ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, ინტენსიურ ვარჯიშებს გაივლიან.

საფეხბურთო ბანაკის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან და ფეხბურთის ფერედაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან ერთად დაესწრო.

„მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ისტორიის მქონე კლუბი ჩამოვიდა ჩვენს დედაქალაქში იმისთვის, რომ პატარებს, ახალგაზრდებს მოგცეთ შესაძლებლობა, ნახოთ, როგორია მილანური კლუბის ვარჯიშები, ტაქტიკა. ბავშვობიდან ამ ყველაფრის შეგრძნება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თქვენი ასაკის ბავშვებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გაუწია ორგანიზება აღნიშნული საფეხბურთო ბანაკის მოწყობას. მადლობას ვუხდი იტალიის საელჩოს საქართველოში, ბატონ ელჩს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, ორგანიზატორებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოირგონ ეს უმნიშვნელოვანესი შავ-წითელი მაისური. იცოდეთ, რომ ამ მაისურის უკან დგას ძალიან დიდი ისტორია. ეს არის კლუბი, რომელმაც მსოფლიოში მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ასე რომ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ერთი კვირის განმავლობაში იფუნქციონირებს აღნიშნული ბანაკი, ჩატარდება ორჯერადი ვარჯიშები. მინდა, გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Milan Junior Camp-ში მონაწილეობას იღებენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პროექტი პატარა ფეხბურთელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, შეისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტით, ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა