ლევან მახაშვილი - თარიღები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე - 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება

თარიღები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე - 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად ემზადება.

„თარიღები არ არის ამ ძალის ძლიერი მხარე. ჩვენ ბევრი თარიღი გვინახავს დაანონსებული, გადავლილი და ახლაც იგივე იქნება. 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება. ეს არის, რაც რეალურად მოხდება, თუმცა რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა და გვესმის ამის პირდაპირი, ხმამაღალი მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულზე. გვესმის მოწოდებები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის მიმართ, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას დააანონსებენ, მუხტს აწევენ, შემდეგ გაეცლებიან, დაიმალებიან და მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერას. ალბათ, იგივე სცენარს ვიხილავთ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ყველასთვის მარტივია. ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნებისთვის ემზადებიან არა იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღონ, არამედ იმიტომ რომ ჩაშალონ,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე