ირაკლი კობახიძე - კონკრეტული სუბიექტები ჩანაცვლებით თერაპიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ ამის ერთგვარი დასტურია - პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია, ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელს შეიწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე