მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებთ ექიმებს, აფთიაქებს, ფსიქოტროპულ საშუალებებთან დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან - ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ სისხლის სამართლებრივ დევნას

ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია - მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ სამკურნალო საშუალებებთან, რომ ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან - უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტი დანიშნულებით.

„საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებას და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში კომერციული ინტერესის მაქსიმალურად შეზღუდვას. არ შეიძლება სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, სადაც კომერციული ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში იქცეოდეს პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო იმ მედიკამენტების მოხმარება, რომლის მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდი იქნებოდა. ვფიქრობ, მართებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფომ ჩაანაცვლოს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტში კერძო კომპანიები. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტად.

ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. აქ არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია. მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუ როგორია პრაქტიკა, რა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია. მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების, ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ ამ სამკურნალო საშუალებებთან, რომ თავი შეიკავონ, ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან, თავი შეიკავონ. შევეცდებით, მაქსიმალური იყოს გამოვლენა. ამას მოჰყვება რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობები. უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას ცალკეულ სამართალდარღვევებზე“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ მანკიერებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობები.

„გვაქვს პრობლემები რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობებს. იქ, სადაც ვამჩნევთ ასეთ გარემოებას, ბუნებრივია, სისტემა მზად გახლავთ, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ამ გარემოების გამოვლენა ხორციელდება, მოწოდებული ვიქნებით რომ ასეთი ინციდენტები არ ფიქსირდებოდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს