კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის სხდომასა და „მეგობარ აქტზე“ - ჩვენ არაფერს ველოდებით - კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით, საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, ხელისუფლება არაფერს ელოდება - აშშ-ის ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.

„არაფერს ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ. ბოლოს, პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილისმწამებლური ინფორმაციით.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პრესრელიზს თბილისის მერია ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე