იერუსალიმში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი - საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ცხრა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სამი სხვა პირი კი მინის ნამსხვრევების შედეგად დაშავდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მომხდარი თავდასხმის შეფასებას ახდენს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა