რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი თათია აფრიამაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, აფრიამაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.

მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა