„საქსტატი“ უზბეკეთის სტატისტიკის სამსახურის დელეგაციას მასპინძლობს

8-12 სექტემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უზბეკეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის დელეგაციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში „საქსტატის“ თანამშრომლები უზბეკ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებასა და სამუშაო პრაქტიკას გაუზიარებენ.

„ვიზიტი ორი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებს შორის სტატისტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

შეხვედრები ორ პარალელურ ჯგუფად წარიმართება. ძირითადი ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის სტატისტიკური სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის, მონაცემთა ხარისხის და ალტერნატიული მონაცემთა წყაროების გამოყენებაზე. პარალელურად, მეორე ჯგუფი განიხილავს ისეთ დარგობრივ სტატისტიკურ სფეროებს, როგორიცაა მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ინვესტიციები, დემოგრაფია და შრომის სტატისტიკა.

„საქსტატის“ სხვადასხვა დარგობრივი დეპარტამენტის თანამშრომლები უზბეკური დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ საქართველოს გამოცდილებას. შეხვედრებზე განხილული იქნება თანამედროვე გამოკვლევის მეთოდები, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და გავრცელების არსებული პრაქტიკა. ვიზიტი ხაზს უსვამს საქსტატის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს რეგიონში სტატისტიკური პრაქტიკის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს