აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციას მართავდნენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილები, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად იძაბება ვითარება. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს ტროტუარისკენ გადასვლისკენ მოუწოდებენ.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მელიქიშვილის გამზირზე მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ და შეძახილები დაიწყეს.

მათივე თქმით, ადგილზე თავიდან არ იმყოფებოდა პოლიცია და ისინი მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მივიდნენ ადგილზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა