კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე - უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ, გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ - აბა ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს, ხალხი გამოგიტანთ განაჩენს

უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ. ყველანაირად გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის - არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი ინტელექტით არ გამოირჩევა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ხალხი ხედავს, ვინ არიან, რას წარმოადგნენ.

„უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ. ყველანაირად გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის. ყველანაირად ნიჰილიზმში არიან გადავარდნილები. ხალხი ხედავს, ვინ არიან, რას წარმოადგნენ. გუშინდელი ფაქტი მაგალითია. ეს ძალადობრივი ჯგუფები იკვებებიან გარედან, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, მხარდაჭერა, ავტორიტეტი არის ნული, არაფერი! აბა ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს.. ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი ინტელექტით არ გამოირჩევა, ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. 4 ოქტომბერ ქართველ ხალთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები