ირაკლი კუპრაძე - გუშინ ვნახეთ ძალადობრივი, წინასწარ დაგეგმილი აქტი, ვნახეთ დამფრთხალი პოლიციელები, რომლებიც თვალს არიდებდნენ კალაძის შტაბის წევრების სისხლის სამართლის დანაშაულებს - მიზანია საზოგადოებაში დანერგონ შიში

კახა კალაძეს არ ანაღვლებს თბილისელების ბედი. მას ანაღვლებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ გააგრძელოს თავისი კრიმინალური საქმიანობა - პროტესტის გამოხატვა ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაღაცის პროვოცირებად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება არის პირდაპირ დაგეგმილი დანაშაულებრივი აქტი, რომლის ორგანიზატორიც არის კალაძე და „ანტიქართული ოცნება“.

„მათი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - საზოგადოებაში დანერგონ შიში, რომ კრიმინალები, ბანდები, „ტიტუშკები“ არიან მათ მხარეს და ისინი იძალადებენ თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც გამოთქვამს პროტესტს, კრიტიკას და იქნება წინააღმდეგობაში „რუსულ რეჟიმთან“. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ეს არის ძალადობრივი, წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომელსაც პასუხი გაეცემა მას შემდეგ, როცა ამ ქვეყანაში იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, რომელმაც უნდა გამოიძიოს. გუშინ ჩვენ ვნახეთ დამფრთხალი პოლიციელები, რომლებიც, სამწუხაროდ, თვალს არიდებდნენ იმ სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომელიც გუშინ ჩაიდინეს კალაძის შტაბის წევრებმა, ჟურნალისტების, მედიის სამოქალაქო აქტივისტების ქალების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებით და დევნით, ტელეფონების, მიკროფონების დამტვრევით და წართმევით. კახა კალაძეს არ ანაღვლებს თბილისელების ბედი. მას ანაღვლებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ გააგრძელოს თავისი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც გამოხატულია კორუფციის ძალიან მაღალ მაჩვენებელში, მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში და იმ ტოტალურ უსამართლობაში, რაც დედაქალაქსა და უწყებებში სუფევს, რომელსაც ვითომდა მართავს კახა კალაძე.

მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც მიმართულია „ანტიქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მაშინ, როცა, ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს ანადგურებს ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე ხელს უწყობს კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის აღზევებას დედაქალაქსა და მთელ საქართველოში, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამიტომ პროტესტის გამოხატვა ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაღაცის პროვოცირებად. პროტესტი იქნება ამ ქვეყანაში მანამ, სანამ ივანიშვილი არ იქნება იძულებული, რომ მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე