გიგი უგულავას ადვოკატი - ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს - მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ხელისუფლება აგრძელებს საზოგადოების მიმართ სამართლებრივ ძალადობას - ახლა უნდა დაიწყოს მოწმე პოლიციელების გამოკითხვა და მათ მოუწევთ იმ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა წარმოადგენს დანაშაულს, - ამის შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომ გიგი უგულავამ და სხვა ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.

„ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ხელისუფლება აგრძელებს საზოგადოების მიმართ სამართლებრივ ძალადობას, როდესაც სასამართლო, პროკურატურა, შსს და სამართლის კოდექსი გამოიყენება ძალადობის ინსტრუმენტებად, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ ქუჩაში, ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ სამართლებრივ აბსურდში რა ეტაპზეა სასამართლო, სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რომ ამას სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდეს. ახლა უნდა დაიწყოს მოწმე პოლიციელების გამოკითხვა და მათ მოუწევთ იმ აბსურდის თქმა, რომ თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა წარმოადგენს დანაშაულს. ეს ხელისუფლებას დასჭირდა. ის თავად არღვევს კანონს, იმისთვის, რომ ვინმე შეშინდეს.

სულ რომ გადაკეტილიყო აღმაშენებლის ხეივანი, ეს დღეს კანონმდებლობით დანაშაული არ არის, ამის მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულია, პროკურატურას არ მოუტანია. ასევე, არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომ მოქალაქეებმა რაღაც პანდუსი გადაკეტეს. ვიდეო მასალაზე, რომელიც არის წარმოდგენილი, ჩანს, რომ თავად პოლიცია კეტავს პანდუსს და აღმაშენებლის ხეივანს და მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, გზა გადაკვეთონ, რომ მსვლელობა დაიწყოს, შემდგომ კი ადამიანების დაკავებას იწყებს. ფორმალური თვალსაზრისითაც კი დანაშაული არ არსებობს",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, გიგი უგულავასა და კიდევ 7 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე