„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი - არ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია - ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ

ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში მის საქმეზე სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

საუბარია საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში „თბილისი მოლთან“ გამართული აქციის დროს გზის გადაკეტვას ეხება და რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ დიმიტრი ბიძინაშვილიც დააკავა.

როგორც ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე მას ადმინისტრაციულიდან სისხლი სამართალზე გადაუკვალიფიცირდა, რასთან დაკავშირებითაც სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

„ამ საქმეში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს, მით უმეტეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია და ეს დაგვანახა სხვა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც გაიმართა აქ და რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა ვითომ სასამართლომ, სინამდვილეში ეს იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერილი განაჩენები. შესაბამისად, ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ. ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობენ თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე მოუწევთ წარდგენა“, -განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ 8 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და კოალიცია „ცვლილების“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე