ბაია პატარაია - დროშის შეძენა და მისი ქონა თუ დანაშაულია, მაშინ ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ

დროშის შეძენა და მისი ქონა თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ , - ამის შესახებ „საფარის“ ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აწუხებთ.

„დაბარებული ვარ სასამართლოში, ვინაიდან, პირბადეების საქმეზე ჩვენების მისაცემად პროკურატურაში არ მივდივარ. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსურდული საქმე. ისინი საუბრობენ ძალადობაზე და მე მზად ვარ, ვისაუბრო იმ ძალადობასა და სისასტიკეზე, რომელიც ჩაიდინა სპეცრაზმმა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფმა საქართველოში ნოემბერსა და დეკემბერში. თან მოვიტანე და მაქვს რეპორტი, სადაც ასახულია ინდივიდუალურად იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც დაასისხლიანეს, აწამეს საპოლიციო მანქანებში და მართლა მგონია, რომ გამოსაძიებელია ეს საქმე რეალურად. მზად ვარ ვილაპარაკო იმ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, როგორც ექცეოდნენ პოლიციის სხვადასხვა შენაერთები საქართველოს მოქალაქეებს.

რეალურად ყველაზე მეტად რაც ადარდებთ, ეს არის საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ არ მოსწონთ კრიტიკა, არ მოსწონთ, როცა ადამიანები საუბრობენ სიმართლეს და როცა ამხელენ „ქართული ოცნების“ დანაშაულებს. ყველაზე მეტად ღიზიანდებიან სწორედ ამ სიმართლის საუბრით. რაც შეეხება 10 დროშის ყიდვას, რომელიც საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დროშები უნდა ჰქონდეს ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას და უნდა ამაყობდნენ ქართული სახელმწიფო სიმბოლიკით, ოფისშიც უნდა ჰქონდეთ, აივანზეც უნდა ჰქონდეთ გამოკიდული, სახლშიც მაქვს ასეთი დროშები და მიმაჩნია, რომ დროშის შეძენა და მისი ქონა თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ“,- განაცხადა ბაია პატარაიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს