ლევან მაჭავარიანი - ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და „აკაცუკებს“ - მისასალმებელია, რომ გამოძიება დაწყებულია

ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“, „აკაცუკებს“, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ შტაბთან მიმდინარე აქციას და 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას.

ლევან მაჭავარიანის თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ეს პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. საარჩევნო შტაბში არის 24 - საათიანი მუშაობა, ვინაიდან ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ არჩევნები, აუცილებლად ასეც მოხდება ამ მუშაობის პირობებში. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ოპონენტებსაც ამისკენ. თუმცა ჩვენ ვატყობთ, რომ ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“, „აკაცუკებს“. ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, გუშინაც ვნახეთ, როგორ მოვიდნენ შტაბთან, როდესაც აქ ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სამუშაო მიმდინარეობდა, მხარდაჭერებთან შეხვედრა და როგორ გვშლიდნენ ხელს, რა შეძახილები იყო გარედან, ნივთებს გვესროდნენ და ა.შ. ეს არის პირდაპირ უხეში დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის. მისასალმებელია, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაა დაწყებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე