ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ეს ომის აქტია - პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“, თავისუფალი ერები მას საზღვრებს ასწავლიან

რუსეთი ნატო-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული დრონებით ესხმის თავს მას შემდეგ, რაც ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ნავროცკის თეთრ სახლში უმასპინძლა. ეს ომის აქტია, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„მადლიერები ვართ ნატო-ს მოკავშირეების ომის დამნაშავე პუტინის მიერ თავისუფალი და პროდუქტიული ერების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროვოცირებულ აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, უპასუხოს სავალდებულო სანქციებით, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გაკოტრებას გამოიწვევს და უკრაინა რუსეთზე დარტყმის უნარის მქონე იარაღით აღჭურვოს“, - წერს უილსონი.

მისი განცხადებით, პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით.

„ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“. თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან“, - წერს უილსონი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე