ანდრეი სიბიგა - რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება - პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს

პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „სუსტი საპასუხო რეაქცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს და რუსული რაკეტები და დრონები ევროპის სიღრმეში შეფრინდება“.

„აღნიშნული სიტუაცია აჩვენებს, რომ აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენება ნატო-ს საზღვრებთან ახლოს და უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების გასანეიტრალებლად მოხდება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე