პოლონური მედია - რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლი დააზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გამოცემა Polsat News-ის ცნობით, რუსული დრონის ნარჩენები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი და ავტომობილი დაზიანდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს და პოლონეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები დაინახეს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა